მასალა:
- თითო ჩ.კ. ხმელი ქინძი და უცხო სუნელი
- თითო პატარა კონა ოხრახუში და ქინძი
- 1,5 ჩ.ჭ. ნიგოზი
- 4–5 კბილი ნიორი
- გემოვნებით ძმარი, წიწაკა, მარილი და შავი პილპილი
მომზადება: ჭარხლის ძირხვენა კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. როცა გაცივდება, მოაშორეთ კანი და ფიგურული დანით დაჭერით ლამაზ ნაჭრებად. მოამზადეთ ნიგვზის ფარში შემდეგნაირად: ხოცსაკეპში გაატარეთ 1,5 ჩ.ჭ. ნიგოზი (აუცილებლად იხმარეთ ხოცსაკეპის წვრილი ბადე). შეურიეთ თითო ჩ.კ. ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, 4–5 კბილი დანაყილი ნიორი. დაასხით იმდენი წყალი, რომ სქელი ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. შეაზავეთ წიწაკით, ძმრით და მარილით. ჭარხლის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ნიგვზის ფარშში. ფენა–ფენა ჩააწყვეთ მინანქრის ჭურჭელში. ფენებს შორის მოაყარეთ ალყა–ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაკეპილი ქინძი, ოხრახუში და შავი პილპილი.
გემრიელად მიირთვით!
|