მასალა:
- 1 კგ კომბოსტო
- 5–6 ძირი მწვანე ხახვი
- თითო პატარა კონა ოხრახუში და კამა
- 2 ს.კ. ზეთი
- 200გრ არაჟანი
- 2 ც. კიტრი
- გემოვნებით მარილი და ძმარი.
მომზადება:
კომბოსტო დაჭერით წვრილ ღერებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მრგვლად დაჭრილი კიტრი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა. შეაზავეთ ძმრით, მარილი დაუმატეთ გემოვნებით. სუფრასთან მიტანის წინ, მოასხით არაჟანი.
|