მოვხარშოთ ბრინჯი და საწურზე გავწუროთ.
პატარ–პატარა ნაჭრებად დავჭრათ მოხარშული კარტოფილი და გათლილი კიტრი.
წვრილად დავკეპოტ–ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, მწვანე სალათის ფოთლები,
ბულგარული წითელი წიწაკა. ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ, შევაზავოთ
მარილით და შავი პილპილით. ბოლოს მოვასხათ სანელებელი, რომელიც
შემდეგნაირად მზადდება: 3 ს.კ. არაჟანი, 2 ს.კ. მაიონეზი, 3 ს.კ. ზეთი და 1
ს.კ. მდოგვი.