მასალა:
- 4 მოზრდილი კარტოფილი
- მჟავე კიტრი
- 1 თავი წითელი ხახვი
- 50 გ. ქამა სოკო
- შავი დაფქული პილპილი
- ზეთი
მომზადება: გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ მუნდირში. გააცივეთ ცოტა, დაჭერით მსხვილად, დაამატეთ 2-3 ს/კ მჟავე კიტრის წვენი და გააჩერეთ 10 წუთი. სოკო გარეცხეთ, დაჭერით ოთხად. ხახვი გაასუფთავეთ და შუაზე გაჭერით. მოთუშეთ ხახვი და სოკო გაცხელებულ ზეთში 7 წუთი. მჟავე კიტრი დაჭერით კუბიკებად. დაამატეთ კარტოფილს კიტრი, ხახვი და სოკო. შეაზავეთ ზეთით, აურიეთ.
|