მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სალათები

სალათა "ჩიტის ბუდე" 1
2010-04-07, 0:17 AM
     მასალა:
  • 2 კიტრი, 
  • 3-4 ცალი კარტოფილი, 
  • 2 ცალი ხახვი, 
  • 4 ცალი სტაფილო, 
  • 5-6 ცალი კვერცხი, მოხარშული ქათმის ხორცი, 
  • 250 მლ. მაიონეზი, 
  • 1 კონა კამა, 
  • 2 კბილი ნიორი, 
  • მარილი და პილიპილი - გემოვნებით. 
     მომზადება: 

   კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან სიგრძეზე თხლად დავჭრათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ბლომად ზეთი და როცა გახურდება, თანამიმდევრობით შევწვათ შიგ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, შემდეგ ბოსტნეული გადმოვიღოთ საშრობ ქაღალდზე ან საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი გაუვიდეს. ამასობაში ხელით ავჩეჩოთ მოხარშული ქათმის ხორცი, შევურიოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშული კვერცხის ცილა, შევაზავოთ მაიონეზითა და სანელებლებით. კვერცხის გული ავზილოთ წვრილად დაჭრილ კამასთან და მაიონეზთან ერთად და გავაკეთოთ პატარა კვერცხის ფორმის ბურთულები. ლანგარზე დავდოთ ჯერ კიტრისა და ხორცის სალათა, ზედ მოვათავსოთ შემწვარი ბოსტნეული და მივცეთ ბუდის ფორმა, შიგნით კი ჩავაწყოთ მაიონეზისა და კვერცხის გულისგან მომზადებული კვერცხები.

გემრიელად მიირთვით!

0 нравится
კატეგორია: სალათები | დაამატა: aks75 | ტეგები: salata, გემიელი რეცეპტები, salata hitis bule, კულინარია, სალათა, ჩიტის ბუდე, kulinaria, gemrieli receptebi
ნანახია: 5061 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]