მასალა: 1 პატარა თავი ლურჯი კომბოსტო, 2 დიდი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 2 გრეიფრუტის ან ლიმონის წვენი, 4-5 ს.კ. ზეთი, 1 კონა ახალი ან 2 ჩ.კ. მშრალი რეჰანი, 1 კონა ქინძი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო დავჭრათ თხლად. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ბოსტნეული ჩავყაროთ ჯამში და დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, გრეიფრუტის წვენი, ზეთი, მარილი, მწვანილი და კარგად ავურიოთ.