პროდუქტები: 1 ცალი მოზრდილი ბადრიჯანი; 150 გრ.
კუსკუსი; 2 ს.კ. პიტნა (დაჭრილი); 2 ს.კ. ზეთი; 2 ს.კ ლიმონის წვენი; ქინძი
(წვრილად დაჭრილი); ნიორი 2 კბილი (წვრილად დაჭრილი); მარილი, პილპილი
გემოვნებით.
მომზადება: დავჭრათ ბადრიჯანი ნახევარ რგოლებად.
შევწვათ მაღალ ცეცხლზე ზეთში. დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი
ცხიმის მოსაცლელად. კუსკუსი მოვამზადოთ ინსტრუქციის მიხედვით (კოლოფზე
როგორც არის მითითებული), გადავურიოთ ერთმანეთში ზეთი, ლიმნის წვენი,
მარილი, პილპილი, ქინძი, ნიორი. მოვათავსოთ სასალათე ჯამში ბადრიჯანი,
პიტნა, კუსკუსი და მოვასხათ მომზადებული სოუსი.
|