მასალა: 300 გ. ქათმის ფილე 400გ. სიმინდი (კონსერვირებული) 3 ცალი კვერცხი. 200გრ. შამპინიონის მარინადი. 200 გრ. სტაფილო, ხახვი და წიწაკა, ზეთსხილი, ჩიფსები (ოვალური ფორმის) მარილი, მაიონეზი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: სტაფილო მოვხარშოთ, გავწმინდოთ და გავაგრილოთ, გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
კვერცხი მოვხარშოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, დავუმატოთ მარილი. სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად.
ღრმა თეფშის ფსკერზე განვათავსოთ ქათმის ფილე და გადავუსვათ მაიონეზი. შემდეგ დავდოთ სტაფილო და ისევ გადავუსვათ მაიონეზი. დავდოთ სოკო და გადავუსვათ მაიონეზი. დავდოთ ხახვი, კვერცხი და ისევ გადავუსვათ მაიონეზი. შემდეგ გადავაანწილოთ სიმინდის მარცვალი, გადავუსვათ მაიონეზი. ზევიდან სიმეტრიულად გადავანაწილოთ შუაზე გაჭრილი ზეთის ხილის მარცვლები. გარშემო შევარჭოთ ჩიფსების ფირფიტები.
კუთხეში შეგიძლიათ დასვათ პომიდვრით და ზეთისხილით გაკეთებული ჭიამაია.