ინგრედიენტები: ქათამი – 200გრ. ლორი - 50
გრ. ქამა სოკოს მარინადი – 200 გრ. კვერცხის ცილა - 3 ცალი, კარტოფილი
- 3 ცალი, მარილი, ახალდაფქული პილპილი, მაიონეზი, სალათის
ფურცლები
ჩიტის კვერცხისთვის: გადამდნარი ყველი ან მაგარი
ყველი- 100 გრ. კვერცხის გული - 3 ცალი, კამა, მაიონეზი, ნიორი - 1-2 კბილი.
მომზადება კარტოფილი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და
დავჭრათ წვრილ ჩხირებად. მცენარეული ზეთი დავასხათ ტაფაზე და კარგად
გავახუროთ, შევწვათ კარტოფილი ძლიერ ცეცხლზე ისე, რომ ჩხირები არ დაიმტვრეს
და კარტოფილი მთლიანად შეფერადდეს. შემდეგ მარილი მოვაყაროთ და
გავაგრილოთ.
ქათამი მოხარშეთ, ხორცი ძვალს მოაშორეთ დაჭერით ან დააქუცმაცეთ ხელით. ლორიც
ჩხირებად დაჭერით. ქამა სოკო მსხვილად დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ,
ცილა გულს მოაშორეთ და გული შეინახეთ. ცილა კი
გავხეხოთ.
ყველის კვერცხებისთვის: კვერცხის გული გავხეხოთ. ყველიც
გავხეხოთ. მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ნიორი
გავასუფთავოთ და დავჭყლიტოთ.
ერთმანეთს დავუმატოთ კვერცხის გული, ყველი, მწვანილი, ნიორი, დავამატოთ
ცოტა მაიონეზი (იმისთვის, რომ მასა უფრო წებოვანი გახდეს და მისთვის ფრომის
მიცემა გამოგივიდეთ) და კარგად ავურიოთ.
ყველის მასისგან პატარა კვერცხები გამოვძერწოთ.
გარეცხილი სალათის ფოთლები დავაფინოთ თეფშის ფსკერზე. თასში
ერთმანეთს ავურიოთ ქათმის ხორცი, ქამა, ლორი, კვერცხის ცილა და ცოტა
მაიონეზი. სალათის ფურცლებზე სალათის მასა ბუდისებურად დავდოთ და შუაში
ჩაღრმავება გავუკეთოთ.
გავაფორმოთ სალათი შემწვარი კარტოფილით ისე, რომ დაემსგავსოს ჩიტის
ბუდეს. სალათის ჩაღრმავებაში ჩავდოთ ყველის კვერცხები და მოვრთოთ
მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!
|