ინგრედიენტები: კარტოფილი - 2-3 ცალი საშუალო ზომის, ქათმის
ბარკალი - 1 ცალი (300-400 გრ), ნიგვზის ლებნები 150 გრ. კვერცხი - 3
ცალი, ყველი - 100 გრ. მჟავე კიტრი - 4-6 ცალი. ხახვი - 0,5-1
ცალი (გემოვნებით), მწვანე ხახვის ფოთლები, მაიონეზი, მარილი, პილპილი.
მომზადება კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვხარშოთ,
გავაგრილოთ, გავფრცქვნათ და გავხეხოთ. კვერცხი მოვხარშოთ, გავაგრილოთ,
გავფრცქვნათ და ასევე გავხეხოთ. ბარკლები მოვხარშოთ, გავაგრილოთ,
მოვაშოროთ ხორცი ძვლებს და წვრილად დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. კიტრი
დავჭრათ. ხახვი გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ.
მომზადებული ინგრედიენტები ფენებად ოვალურ ჭურჭელზე მოვათავსოთ შემდეგი
თანმიმდევრობით. ფენებს ოდნავ მარილი და პილპილი მოვაყაროთ, და წავუსვათ
მაიონეზი.
1-ლი ფენა: კარტოფილი მე-2 ფენა: ხახვი მე-3 ფენა: ქათმის ხოცის
ნახევარი მე-4 ფენა: მჟავე კიტრი მე-5 ფენა: ქათმის დარჩენილი ხორცი მე-6
ფენა: ყველი მე-7 ფენა: კვერცხი.
სალათის ზედა ფენას კარგად წავუსვათ მაიონეზი და მოვრთოთ ნიგვზითა და
მწვანე ხახვის ფოთლებით.
* ნიგოზი დაფშვნილიც მოუხდება, ხოლო მისი ჩანაცვლება
დაკონსერვებნული შამპინიონებითაც შეიძლება.
|