მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 8-9 ცალი კვერცხი, 1 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი პილპილი, 1 ჩაის კოვზი გამზადებული მდოგვი, 3 სუფრის კოვზი ძმარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. მომზადების წესი:
მაგრად მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ, დაჭერით ნაჭუჭიანად სიგრძეზე, ამოიღეთ შიგთავსი ისე, რომ ნაჭუჭი არ დააზიანოთ, დაკეპეთ წვრილად, მიუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პილპილი, მარილი, ძმარი და ზეთში გახსნილი გამზადებული მდოგვი და კარგად აურიეთ. გამზადებული მასალით გამოტენეთ კვერცხის ნაჭუჭი, დააწყეთ ტაფაზე და შედგით ღუმელში შესაწვავად.
|