მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სალათები

ქათმის ტორტი
2010-04-18, 10:26 PM

ულუფის რაოდენობა 8
მომზადების დრო: 55 წუთი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ც. ქათამი
1 ც. მოზრდილი სტაფილო
2 თავი ხახვი 
1 ს/კ ზეთი
1 ჩ/ჭ ბრინჯი
2 ჩ/ჭ წყალი
1/2 ჩ/კ დაფქვილი ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)
2 ს/კ ზირა
2 ც. კვერცხი
2 კონა კამა
მარილი

მომზადების წესი:
დამუშავებული ქათამი მოხარშეთ მარილიან წყალში, ხორცი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. სტაფილო დაჭერით თხელ ფენებად სიგრძეზე, ამოჭერით სხვადასხვა ფიგურები. ხახვი დაჭერით რგოლებად. გადარჩეულ და ცივ წყალში გარეცხილ ბრინჯს და 4-5 ჯერ გამოუცვალეთ წყალი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ზაფრანა, ზირა და ამოურიეთ. ღრმა კარაქწასმულ ტაფაში ფენებად დააწყვეთ სტაფილოსგან გამოჭრილი ფიგურები, ხახვი, ქათმის ნაჭრები, ბრინჯი, დაახურეთ და მიიყვანეთ მზაობამდე (დაბალ ცეცხლზე). ბრინჯზე დაასხით ორი კვერცხი ისე რომ, გულები არ გასკდეს. კვლავ დაახურეთ კვერცხის მომზადებამდე. შემდეგ ოდნავ შეაგრილეთ, მოხსენით კვერცხი, ტაფა გადმოაბრუნეთ ლანგარზე (კერძი დაუზიანებლად რომ გადმოვიდეს ტაფიდან ოდნავ დააკაკუნეთ ძირზე). ზემოდან დაადეთ კვერცი და გააფორმეთ კამის ღეროებით. 

0 нравится
კატეგორია: სალათები | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, ბრინჯი, სტაფილო, ქათამი, ზაფრანა
ნანახია: 3888 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]