მწვანე სალათის ფოთლები დაარჩიეთ, გარეცხეთ, თუ მოზრდილი ფოთლებია, დაჭერით და დააწყეთ სალათის ჭურჭელზე, გარშემო მოუწყეთ მრგვლად დაჭრილი სტაფილი, პომიდორი, მოხარშული კარტოფილი, ბოლოკი, კიტრი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მრგვალ ნაჭრებად დაჭრილიმაგრად მოხარშული კვერცხით მორთეთ სალათის შუა ადგილი.
მოამზადეთ საწებელი არაჟანის, ძმრის და შაქრისაგან. მაგიდაზე მიტანისას გამზადებულ სალათას ცოტა მარილი მოაყარეთ, საწებელი კი ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ.