ქათმის რბილობი მოხარშეთ და წვრილლად დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ, ცილა და გული ცალ-ცალკე დახეხეთ წვრილ სახეხზე. ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერში ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შავი ქლიავი დააქუცმაცეთ. ყველი დახეხეთ წვრილ სახეხზე.
თეფშზე დადეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და გადაუსვით მაიონეზი. მოაყარეთ კვერცხის გული და თხლად წაუსვით მაიონეზი. ზემოდან დაადეთ შავი ქლიავი და მაიონეზი, შემდეგ ყველი და ისევ მაიონეზი, მოაყარეთ ნიგოზი და გადაუსვით თხლად მაიონეზი და მთლიანად დაფარეთ დაქუცმაცებული კვერცხის ცილით. ციფერბლატი გააკეთეთ წვრილად დაჭრილი სტაფილოთი. შეგიძლიათ მორთით თქვენი გემოვნებით.