მასალა:
- 200 გრ. წიწილა
- 75 გრ. ნიახურის ძირები
- 35 გრ. მოხარშული ქამა სოკო
- 10 გრ. მჟავე კიტრი
- 35 გრ. მაიონეზი
- 5 გრ. მზა მდოგვი
- 15 გრ. ბულგარული წიწაკა
- 5 გრ. სალათის ფოთლები
- მარილი
მომზადება: წიწილა მოხარშეთ, გააგრილეთ, რბილობი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით. მოხარშული სოკო და კანგაცლილი და თესლებამოღებული კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ნიახური გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ყველა პროდუქტი შეაერთეთ, მოაყარეთ მარილი, შეანელეთ მაიონეზით და მდოგვით. სალათი გადაიტანეთ სასალათეში, მორთეთ წიწაკით და სალათის ფურცლებით.
|