მასალა:- 500გრ.ქათმის ფილე
- 7 კვერცხი
- 200გრ. ხახვი
- მაიონეზი
- ზეთი
- მარილი
მომზადება:
მოვხარშოთ ქათმის ფილე, კვერცხისგან გავაკეთოთ ერო კვერცხი და ტაფაზე შევწვათ ორივე მხარეს, ხახვი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, როცა გაცივდება წყალი გადაუწუროთ. ქათმის ფილე დავჭრად სიგრძეზე აურიოთ გამზადებული ხახვი,შემდეგ შემწვარი კვერცხი დავჭრათ სიგრძეზე და შეურიოთ, მაიონეზი და მარილი გემოვნებით , გემრიელი სალათიც მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
|