მასალა:
- 2ჭ.ბრინჯი
- 2კიტრი
- კრაბის ჩხირები
- მწვანე ხახვი
- 2კვერცხი
- ბულგარული ან სიმინდის მარცვლები
- მაიონეზი
- ქინძი
- კამა
- პილპილი
- მარილი
მომზადება: 2 ჭიქა ბრინჯი ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ 4 ჭიქა წყალში, შემდეგ გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი. დავჭრათ კრაბის ჩხირები, მწვანე ხახვი, 2 მოხარშული კვერცხი, კამა , 2 კიტრი ცოცხალი,ბულგარული წითელი წიწაკა(ასევე შეიძლება სიმინდის მარცვლები) მაიონეზი და ავურიოთ ბრინჯთან ერთად. გემოვნებით შევაგემოთ მარილითა ქინძი,კამა და შავი პილპილით.
გემრიელად მიირთვით.!
|