მასალა:- 2 კონა სალათის ფურცელი
- 200გრ.ყველი
- 1კვერცხი
- 1ც.მდოგვი
- 1ც.ლიმონი
- 300გრ.პური
- 300გრ.ქათმის ფილე
- 1კბილი ნიორი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
გავრეცხოთ სალათის ფურცლები კარგად და გავაშროთ
დავამტვრიოთ ხელით ფურცლები
პური დავჭრათ პატარა კუბიკებად
ზეთიში შევწვათ და დაუმატოთ 1 კბილი ნიორი
სახეხზე გავხეხოთ ყველი (პარნიზანი ყველი უხდება)
მოვამზადოთ სოუზი:
კვერცხი ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 1წუთით წამოვადუღოთ ( ანუ თოხლო უნდა იყოს არ მოგეხარშოთ) მდოგვს დავაწუროთ ლიმონი,დაუმატოთ თოხლო კვერცხი
ავთქვიფოთ კარგად
მოხარშული ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად და აურიოთ სალათის ფურცლებს შემდეგ შემწვარი პური,ზეითუნის ზეთი და მოვასხათ სოუზი
ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი,მარილი და პილპილი გემოვნებით
გემრიელად მიირთვით!
|