მასალა:- 1კგ. მწვანე ლობიო
- 200გრ. ნიგოზი
- 1 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- ქინძი
- მარილი და მწიწაკა გემოვნებით
მომზადება: მწვანე ლობიო დავტეხოთ პატარა ნაწილებად გავრეცხოთ და მოვხარშოთ, მოხარშული გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში , ნიგოზიც აუცილებლად გატარებული ხორცსაკეპ მანქანაში მწვანილები, ნიორი და ხახვი წვრილად დაჭრილი ,მარილი და წიწაკა გემოვნებით, ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში კარგად , ზემოდან მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით
გემრიელად მიირთვით!
|