მასალა:- 4 კარტოფილი
- 2 სტაფილო
- 6 კვერცხი
- 1 პაკეტი კრაბის ჩხირები
- 300გრ. მაიონეზი
- 2 ცალი ზეთის ხილი
- 2 ცალი წითელი ბულგარული
- მარილი
- 1კბილი ნიორი
მომზადება:
მოვხარშოთ კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო
მოხარშული კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დიდ ფართო თეფშზე დაალაგეთ გახეხილი კარტოფილი და მიეცით თოვლის ბაბუას თავის ფორმა
პირველ ფენაზე წაუსვით მაიონეზი ,ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კარაბის ჩხირები
ზემოდან წაუსვით ისევ მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, დაჭრილი ნიორი, ცოტა მარილი
კვერცხს მოაყარეთ გახეხილი სტაფილო და კარტოფილი
ზემოდან ისევ მოასხით მაიონეზი და დაიწყეთ თოვლის ბაბუას თავის გაფორმება: ქუდისთვის -წითელი ბულგარული წიწაკა სახისთვის -კვერცხის გულები თვალები-ზეთის ხილი წვერები- კვერცხის ცილა პირი და ცხვირი -წითწლი ბიულგარული წიწაკა
გემრიელად მიირთვით!
|