მასალა:- 200გრ. მიდიები
- 100გრ. ბრინჯი
- 1 სტაფილო
- 2 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
მოვხარშოთ ბრინჯი. სტაფილო გავხეხოთ ხახეხზე ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში . მოხარშულ ბრინჯში შეურიოთ დამარინადებული მიდიები დაჭყლეტილი ნიორი, მოხრაკული ხახვი და სტაფილო, პილპილი და მარილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!
|