მასალად საჭიროა: სიმინდის ნორჩი ტარო - 8 ცალი. რბილი ყველი - 60 გრ. შებოლილი ორაგული - 8 ნაჭერი. კამა - 1 კონა. დაფქული შავი პიმპილი. მწვანე ხახვი - 8 ღერო. მომზადების წესი: სიმინდის ტაროები მოხარშეთ ორთქლზე. ყველი დაჭყლიტეთ, შეურიეთ დაჭრილი კამა და შავი პილპილი. მიღებული მასა წაუსვით ორაგულის ნაჭრებს, შემოახვიეთ სიმინდის ტაროებს და შეკარით ხახვის ღეროთი. რულეტი მორთეთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!
|