მასალა:
- 3 ც. კვერცხი
- 1 ჩ/ჭ შაქარი
- 2 ს/კ კარაქი
- 1 ჩ/ჭ არაჟანი
- 1/2 ჩ/კ სოდა
- 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
- 2 ჩ/ჭ პურის ფაქვილი
- 100 გრ. თეთრი შოკოლადი
- 7 ც. "რაფაელო”.
მომზადება: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ კარაქი, სოდიანი არაჟანი და ათქვიფეთ. კაკაო აურიეთ გაცრილ ფქვილს, და ჩაყარეთ ათქვეფილ მასაში. მიიღეთ ერთგვაროვანი, ნახევრად თხევადი ცომი. ცომი ჩაასხით ტოლ ნაწილად სამ კარაქწასმულ მასაში. გამოაცხვეთ ჰერღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში 220°-ზე. მზა ბისკვიტის ფენები გააციეთ. არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად ფუმფულა მასის მიღებამდე. ბისკვიტებს წაუსვით კრემი, ირგვლივ მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. ზემოდან გააფორმეთ "რაფაელოთი”. შედგით მაცივარში 4 საათით გასაჟღენთად.
ულუა: 12; მომზადების დრო: 1 საათი 10 წთ. + 4 საათი
გემრიელად მიირთვით!
|