მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

მსხლის ნამცხვარი
2010-04-12, 3:43 PM

მასალა:

  • 11 სუფრის კოვზი კარაქი
  • 3/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
  • 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 3-4 ცალი მსხალი, გათლილი და თხლად დაჭრილი
  • 3/4 ჭიქა გრანულებიანი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 2 მოზრდილი კვერცხი
  • ჭიქანახევარი ფქვილი
  • ჩაის კოვზნახევარი საფუარი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • ნახევარი ჭიქა რძე
  •  
მომზადება:

1.      დააყენეთ ღუმელი მაღალ ტემპერატურაზე. გაადნეთ 3 სუფრის კოვზი კარაქი პატარა ქვაბში. დაამატეთ ნეკერჩხლის სიროპი და ყავისფერი შაქარი. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი გადნება. სითხე კიდევ 2 წუთს ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხნით გააჩერეთ. როდესაც ოდნავ შეგრილდება, დაასხით 20-სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ქვაბში და თავზე მსხლის ნაჭრები მოაწყეთ.
2.      ხელით ან მიქსერით გათქვიფეთ დარჩენილი 8 სუფრის კოვზი კარაქი და შაქარი. ნარევი ფაფუკი უნდა გახდეს. დაუმატეთ ვანილი და კვერცხი და თქვეფა განაგრძეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საფუარი და მარილი.
3.      ფქვილიანი ნაზავი შეურიეთ კარაქიან ნაზავს და დაუმატეთ რძე. ფრთხილად გადაუსვით თხელი ცომი მსხალს. გააჩერეთ ღუმელში მანამ, სანამ ზედაპირი შეყავისფრდება და ნამცხვრის კიდეები ტაფას ძალდაუტანებლად მოცილდება. ამას, დაახლოებით, 50 წუთი დასჭირდება. ნამცხვრის შუაგულში ასანთის ღერს რომ ჩაარჭობთ, სუფთა უნდა ამოვიდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 წუთით.
4.      ნამცხვრის კიდეებს დანა შემოატარეთ, ქვაბს განიერი თეფში დაადეთ და ამოატრიალეთ ისე, რომ თეფში ქვემოთ მოექცეს, ქვაბი – ზემოთ. მიირთვით ცხლად ან ოთახის ტემპერატურაზე.
 
მომზადების ხანგრძლივობა: 90 წუთი.
რაოდენობა: 8-10 ულუფა.



გემრიელად მიირთვით!




0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75
ნანახია: 2109 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]