მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ვაშლის ღვეზელი წითელი მოცვის ჯემით
2010-04-12, 8:15 PM

შემადგენლობა:

1 ჭიქა ვაშლის ღვინო (სიდრი)
ხუთ ჭიქანახევარი ფქვილი ცომისთვის და კიდევ ცოტა გასაბრტყელებლად
1 ჩაის კოვზნახევარი საფუარი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი
მეოთხედი ჩაის კოვზი გახეხილი ნიგოზი
ჩაის კოვზნახევარი დაფქვილი დარიჩინი
4 სუფრის კოვზი გაუმდნარი კარაქი, ოთახის ტემპერატურის
ჭიქანახევარი კრისტალური შაქარი
1/4 ჭიქა დაფასოებული ყავისფერი შაქარი
2 მოზრდილი კვერცხი
1 ჩაის კოვზი ვანილი
ნახევარი ჭიქა კეფირი
1 საშუალო ზომის ტკბილი ვაშლი, გაფრცქვნილი და წვრილად დაჭრილი
ბოსტნეულის ზეთი შესაწვავად
წითელი მოცვის ჯემი, ფუნთუშებზე გადასასმელად
 
მომზადების წესი:
 
1. მაღალ ცეცხლზე შემოდგით მომცრო ქვაბი და ჩაასხით სიდრი. სითხე დაიყვანეთ ნახევარ ჭიქამდე. შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და ცოტა ხნით გააჩერეთ. დიდი ზომის ჯამში ერთად ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი, სოდა, მარილი, ნიგოზი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი.
2. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი, ერთი ჭიქა გრანულებიანი და ყავისფერი შაქარი. თქვიფეთ კრემივით მასად ქცევამდე. ჩაატეხეთ კვერცხი და აურიეთ. დაამატეთ ვანილი, კეფირი და გადანახული სიდრი.
3. მიღებულ მასას დაუმატეთ მანამადე მომზადებული ფქვილიანი ნარევი და ათქვივეთ მიქსერით. შემდეგ დაუმატეთ ვაშლი და კიდევ აურიეთ, ამჯერად უკვე ხელით. დაახურეთ თავზე და ნახევარი საათით შედგით მაცივარში.
4. ფქვილმოყრილ ფიცარზე ცომი სანტიმეტრნახევრიანი სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ და ღვეზელის საჭრელით დაყავით მომცრო, "ჭუჭრუტანებიან” გუნდებად.
5. 300 გრადუსიან ტემპერატურაზე მოათავსეთ ზეთით სავსე ღრმა ტაფა. ერთდროულად ჩაყარეთ სამი ან ოთხი გუნდა და შეწვით, სანამ გვერდები არ დაებრაწება. ამას სულ 5 წუთი დასჭირდება. შემდეგ გადმოიტანეთ განიერ თეფშზე და დანარჩენი გუნდებიც ზეთში ჩაუშვით. პატარა ჯამში აურიეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა შაქარი და ერთ ჩაის კოვზი დარიჩინი. ამოავლეთ ფუნთუშები შაქარსა და დარიჩინში და მიირთვით ცხლად.
 
მომზადების დრო: 40 წუთი, პლუს ნახევარი საათი გასაგრილებლად.
რაოდენობა: საშუალოდ, 24 ცალი.
 
წითელი მოცვის ჯემი
 
ვაშლის ღვეზელს წითელი მოცვის ჯემი გამსაკუთრებით გემრიელს ხდის
.
შემადგენლობა:
4 ჭიქა მოცვი
1 ჭიქა შაქარი
ნახევარი ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა
1 ლიმნის წვრილ ზოლებად დაჭრილი კანი
1 სუფრის კოვზი პორტვეინი
 
მომზადების წესი:
1. საშუალო ზომის ქვაბში აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად.
2. შემოდგით მაღალ ცეცხლზე და ადუღებას რომ დააპირებს, ტემპერატურას დაუწიეთ. ადუღეთ გასქელებამდე, 30 წუთით. შეგიძლიათ, მიირთვათ ცხლადვე, ან გააგრილეთ (გაგრილებული უფრო გასქელდება) და მიირთვათ, როგორც ბისკვიტზე გადასასმელი ჯემი.
 
მომხადების ხანგრძლივობა: 35 წუთი.
რაოდენობა:2 ჭიქა.
0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: რეცეპტები, წითელი, ფქვილი შაქარი, ვაშლის, ვაშლის ღვეზელი, კვერცხი, მოცვის ჯემიტ, გემრიელი, ტკბილეულობა
ნანახია: 2132 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]