პროდუქტები 26 სმ-იანი ფორმისთვის
ცომისთვის:
140 გ კარაქი
150 გ შაქარი
1 პაკეტი ვანილი
6 კვერცხი
100 გ ფქვილი
½ პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი
100 გ შოკოლადის ფხვნილი
1 მწიკვი მარილი
გულსართისთვის:
3 ბანანი
200-300 გ. დაჭრილი ატამი
500 გ ნაღები
2 პაკეტი ნაღების ფხვნილი
2-3 ს/კ შაქრის პუდრა
1 პაკეტი ვანილი
1 ს/კ კაკაო
მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და ვანილი,
ასევე კვერცხის გულები, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი
და შოკოლადის ფხვნილი. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად და
დავუმატოთ ცომს, ჩავასხათ ფორმაში და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. რომ
გაცივდება, ბისკვიტს გული ამოვაცალოთ და დავფხვნათ. ცალკე გავთქვიფოთ
ნაღები ვანილთან ან შაქრის პუდრასთან ერთად. გულამოცლილ ბისკვიტში
ჩავაწყოთ დაჭრილი ატამი და ბანანი, ზემოდან დავადოთ მომზადებული ნაღების
მასა, გადავავსოთ დაფხვნილი ბისკვიტით და ზემოდან კაკაო და შაქრის პუდრა
მოვაყაროთ.
|