მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ნამცხვარი ”მალიბუ” ანანასითა და ქოქოსით
2010-04-13, 12:28 PM
მომზადების დრო - 25 წუთი; ცხობის დროს - 50 წუთი.

მასალა:
1 ჭიქა (75გრ) გახეხილი ქოქოსი;
450 გრ. ანანასი სიროფში;
125 გრ. დარბილებული კარაქი;
½ ჭიქა (110 გრ) თეთრი შაქარი;
2 კვერცხი;
1,5 ჭიქა (225 გრ) საფუარიანი ფქვილი;
6 ცალი კვერცხის ცილა;
½ ჭიქა (110 გრ) თეთრი შაქარი;
2 ჩაის კოვხი შაქრის პუდრა;
1 ცალი გამაფხვიერებელი, ანუ საცხობი ფხვნილი (საჭიროა ფორმისათვის)

კრემი (ორიგინალი):
300 მლ შესქელებული რძე
¼ ჭიქა (40 გრ) შაქრის პუდრა
1 სადილის კოვზი რომი ”მალიბუ” (ქოქოსის თეთრი რომი)

კრემი (ჩემი ინტერპრეტაციით):
400 გრ ქოქოსის რძე;
400 გრ ძროხის რძე;
6 სადილის კოვზი ფქვილი;
3 სადილის კოვზი თეთრი შაქარი;
2 ცალი კვერცხის გული;
½ ქილა შესქელებული რძე;
80 გრ კარაქი;
3 სადილის კოვზი რომი ”მალიბუ”

საცხობი ფორმა 20 სმ დიამეტრით, სასურველია წრიული, რომელსაც გვერდები ეხსნება.

მომზადება:
1. მოხალეთ ქოქოსის ფხვნილი 2 წუთის განმავლოლაში, ან მანამ, სანამ ოდნავ არ იცვლის ფერს. გადმოიღეთ ტაფიდან და ისე გააცივეთ, თორემ ისევ გააგრძელებს დაბრაწვას ცხელ ტაფაზე;
2 ანანასი გადაიტანეთ დუშფალანგზე. დააქუცმაცეთ პატარა ნაფლეთებად. წვენი გადაინახეთ ½ ჭიქის ოდენობით;
3. გაახურეთ აირ-ღუმელი 160/180 გრადუსამდე.
4. ნამცხვრის ფორმას ძირზეც და გვერდებზეც მოაყარეთ გამაფხვიერებელი (ე.წ. რაზრიხრიტელი). გაითვალისწინეთ ის, რომ შეიძლება ფორმა გააშავოს სოდის ზემოქმედებამ.
5. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი მიქსერით, გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხი (2 ცალი) სათითაოდ. გახსნის შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი, ანანასი თავისივე გადანახული სიროფით. გაყავით ცომი ორ ნაწილად და გაანაწილეთ ფორმებში, ან გამოაცხვეთ რიგ-რიგობით ერთი ფორმის შემთხვევაში.
6. ფორმები შედგით აირღუმელში, ცხვება 20 წუთის განმავლობაში. ზოგ შემთხვეაში შეიძლება ეს დრო საკმაარისი არ იყვეს, მაშინ იქნება მზად, როცა ბისკვიტი შემაგრებული და ფერ-შეცვლილი იქნება (უფრო გამუქებული, მოყვითალო, ნუ ეს მაინც კვერცხის გულის ფერზეა დამოკიდებული);
7. სანამ ბისკვიტები ცხვება ათქვიფეთ 6 ცალი კვერცხის ცილა და ნელ-ნელა შეურიეთ 110 გრ შაქარი. არანაირი ფილოსოფია - ჩვეულებრივი ბეზეა. როცა მზად იქნება, დაამატეთ მოხალული და გაცივებული ქოქოსი.
8. გამოიღეთ აირღუმელიდან ბისკვიტი და თითოზე თანაბრად გადაანაწილეთ ბეზე. როცა ბისკვიტები ცხვებოდა - აირღუმელში ანთებული იყო ორივე, ზედა და ქვედა ქურები, შემდეგ ბეზეს დამატების გამო, მხოლოდ ქვედა ქურა დავტოვე ანთებული. ცხვება დაახლოებით 30 წუთი;
9. კრემი 1 - ათქვიფეთ შესქელებული რძე, შაქარი და მალიბუ;
10. კრემი 2 – ქვაბში ჩაუშვით ქოქოსის და ძროხის რძე (ეს ბოლო წყლით შეგიძლიათ შეცვალოთ), ფქვილი, შაქარი 2 ცალი კვერცხის გული, ერთი მწიკვი მარილი. კარგად გახსენით და შედგით ცეცხლზე, ურიეთ სანამ არ მოიხარშება. გადმოდგით და გააცივეთ. გაცივების შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა შეამატეთ ”მალიბუ”; ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შეამატეთ შესქელებული რძე და ვანილი. ეს ორი კრემი ნელ-ნელა შეამატეთ ერთმანეთს. უფრო სწორად, მოხარშული კრემი პორციობით შეამატეთ კარაქიანი კრემის მასას, თან ურიეთ მიქსერით, სასურველია ტურბო რეჟიმით, ასე უფრო ჰაეროვანი იქნება.
11. ერთი ფენას დაადევით კრემის ბარაქიანი ფენა და ზემოდან დაადეთ მეორე ბისკვიტი. შეგიძლიათ ზემოდანაც მოაყაროთ შაქრის პუდრა და ქოქოსი.
0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: გემრიელი რეცეპტები, ნამცხვარი ”მალიბუ” ანანასითა და ქოქ, ტკბილეულობა
ნანახია: 2162 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]