ფხვიერი ფენისთვის: 125 გ ფქვილი 10 გ კაკაო დანის წვერით გამაფხვიერებელი ფხვნილი 50 გ შაქარი 1 პაკეტი ვანილის შაქრი 1 ს/კ ალუბლის ნაყენი 75 გ კარაქი ბისკვიტისთვის: 4 კვერცხი 100 გ შაქარი 1 პაკეტი ვანილის შაქარი 100 გ ფქვილი 25 გ კარტოფილის ფქვილი 10 გ კაკაო დანის წვერით დარიჩინი ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი ფხვნილი გულსართისთვის: 500 გ კურკაგამოცლილი ალუბალი 100 გ შაქარი 30 გ. კარტოფილის ფქვილი 3 ს/კ ალუბლის ნაყენი 1 პაკეტი ჟელატინი 750 გ. 33%-იანი ნაღები 40 გ. შაქრის პუდრა დაფქვილი შოკოლადი და ალუბალი მოსართავად ფხვიერი ცომი: გავცრათ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ფხვნილი, დავუმატოთ შქარი, ვანილი, ალუბლის ნაყენი, კარაქი. მოვზილოთ ცომი და შევდოთ მაცივრში 30 წუთით, შემდეგ ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში. ბისკვიტი: კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ შაქარი და შემდეგ კვერცხის გულები, ვანილი და კიდევ 3 წუთი ვთქვიფოთ. დავუმატოთ გაცრილი ფქვილი, კარტოფილის ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, ცოტა გამაფხვიერებელი ფხვნილი და კოვზით ნელ-ნელა ავურიოთ ისე, რომ მივიღოთ ერთიანი ნაზი მასა, შემდეგ ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ ფორმაში (რომელშიც ფხვიერი ცომი გამოვაცხვეთ) და ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ, შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და გავაშროთ. გულსართი: ალუბალს დავაყაროთ შაქარი და დავდგათ ცოტა ხნით, რომ წვენი გაუვიდეს, შემდეგ წამოვადუღოთ, გადავწუროთ და გავაციოთ. 4 ს/კ ცივ წვენში გავხსნათ კარტოფილის ფქვილი. 1 ჩაის ჭიქა წვენი მოვადუღოთ, შიგ ჩავასხათ კატრიფილის ფქვილისა და ალუბლის წვენის მასა, ალუბლები და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ მოდუღებამდე, თან ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ 1 ს/კ შაქარი და ალუბლის ნაყენი. 5 ს/კ წყალში გავხსნათ ჟელატინი, დავტოვოთ, რომ გაფუვდეს, შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და ბოლომდე გავადნოთ. კარგად გათქვეფილ ნაღებს დავუმატოთ ჟელატინის მასა და თან ვთქვიფოთ კარგად, რომ იქცეს ერთიან მასად, ემდეგ დავუმატოთ შაქრის პუდრა და ვანილი. ფხვიერი ფენა გადმოვიტანოთ ლანგარზე, დავაწყოთ ალუბლები, 1/3 ნაღები და ზემოდან გაჭრილი ბისკვიტის ერთი ფენა დავაფაროთ, დავუმატოთ ალუბალი და ნაღები, შემდეგ ისევ გისკვიტის ფენა და ზემოდან და გარშემო დავფაროთ ნაღებით, მოვრთოთ ალუბლითა და გახეხილი შოკოლადით.
|