პროდუქტები:
1 ჭიქა ფქვილი
140 გ. კარაქი
2-3 ს/კ შაქარი
50 გ. შოკოლადი
გულსართისთვის:
450 გ. მარწყვი
50 გ. შოკოლადი
300 გ. ნაღები
4 ს/კ ფქვილი
2 ს/კ შაქარი
3 კვერცხი
1 ს/კ შაქრის პუდრა
1 ჩ/კ დარიჩინი
მომზადება:
200 გ. კარაქი გავთქვიფოთ შაქართან ერთად და თანდათან შევათქვიფოთ
კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და 1 საათით დავდოთ მაცივარში.
ცომი გავაბრტყელოდ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და
ასეთ მდგომარეობაში დავდგათ მაცივარში კიდევ 15 წუთით, შემდეგ კი
გამოვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ გარედან ქერქს არ გაიკეთებს.
გავაციოთ. გავადნოთ შოკოლადი და დავასხათ გამომცხვარ ფხვიერ ფენას. ნაღები,
ფქვილი, შაქარი და კვერცხის გულები ერთად გავთქვიფოთ და ორთქლზე
მოვხარშოთ, სანამ არ გასქელდება, გაციებულს შევათქვიფოთ წინასწარ კარგად
გათქვეფილი კვერცხის ცილა. მომზადებული ფენის ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი
მარწყვი, ზემოდან დავასხათ მოხარშული ნაღების მასა და კიდევ 3-5 წუთით
დავდგათ ღუმელში.
|