მასალა: 3 ჩ/ჭ შაქარი, 2.5 ჩ/ჭ ქოქოსი, 5 კვერცხის
ცილა, 300 გ ნაღები, 250 გ შოკოლადი, ცოტა კარაქი.
მომზადება: 5 ცალი კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ
3/4 ჩ.ჭ. შაქართან ერთად (ანუ მაგარი ბეზე ამოიყვანეთ). დაამატეთ 2,5 ჩ.ჭ
ქოქოსი, გადაურიეთ, გადაიტანეთ ყალიბში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20
წუთი. ყალიბს ჩაუფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და კარაქი გადაუსვით. ამ
გამომცხვარ ქოქოსის ბეზეს ზემოდან გადაუსვით ნაღების კრემი: გათქვიფეთ
300გრ. ნაღები (38%) და შეათქვიფეთ 250 გრ გამდნარი შოკოლადი, ანუ გაადნეთ
შოკოლადი ორთქლზე და ამოყვანილ ნაღებს შეათქვიფეთ. ოღონდ შოკოლადი ცხელი არ
უნდა იყოს! მთავარია ნაღები დიდხანს არ თქვიფოთ, თორემ კარაქში გადავა!
წაუსვით გამომცხვარ ბეზეს ნაღების კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
|