მასალა:
- 1 მაწონი ან არაჟანი
- 4 კვერცხი
- 2 ჩაის ჭიქა შაქარი
- 3 ჭიქა ფქვილი (მასა უნდა გამოვიდეს სქელი, არაჟანივით)
- სოდა
- 200 გრ. კარაქი
- 2 ბანანი
- შოკოლადის ფილა
მომზადება:
კარაქს და შაქარს გათქვიფავთ ერთად, შემდეგ კვერცხს დაამატებთ,
ჩაასხავთ მაწონს, ცოტა სოდას და გათქვიფავთ, დაუმატებთ ფქვილს, შემდეგ ეს
მასა რომ გამზადდება, კაკაოს ჩააყრით და დაბლენდერებულ ბანანს და გახეხილ
შოკოლადს. ცოტა გახეხილ შოკოლადს შეინახავთ მოსართავად, ასევე მოსართავად
გაამზადებთ მინანქარს.
გემრიელად მიირთვით!
|