150 გრ.შაქარი, 150 გრ. ცივი კარაქი, 1 ცალი კვერცხი, ლიმონის წვენი,
400 გრ. ფქვილი. მოზილეთ ცომი და მაცივარში შედეთ 1 საათით. ეცადეთ კარაქი
გახეხოთ და ისე გადაურიოთ ფქვილს, მიიღებთ „კროშკას" და სწრაფად მოზილეთ
ცომი.
ამ ცომის პრინციპი კარაქის არდადნობაა, რომელიც მერე ცომს აფხვიერებს.
გულსართი:
700 გრ. კურკა გამოცლილი ალუბალი, 150 გრ. შაქარი, ცოტა დარიჩინი და
მიხაკი, ლიმონის ცედრა მსხვილი ნაჭრით, ამას მოთუშავთ ცეცხლზე, სანამ წვენი
არ დაშრება, შეგიძლია ცოტა კონიაკი ან ღვინო დაუმატოთ.
2/3 ცომი გაშალეთ მრგვალ ფორმაში, ნაპირებიც გაუკეთეთ 5 სანტიმეტრის
სიმაღლის, ჩადეთ გულსართი, გადმოუკეცეთ ნაპირები და დანარჩენი ცომი
გაშალეთ,
გამოჭერით 1 სანტიმეტრის სიგანის ზოლები, დაადეთ ტორტს ზემოდან, მიეცით
ფორმა, გადაუსვი გათქვეფილი კვერცხის გული+ოდნავ რძე. გამოაცხეთ ღუმელში
180 გრადუსზე 30-40 წუთი. გაცივებულზე მოაყარეთ შაქრის პუდრი. ასეთი
ნამცხვარი მეორე დღეს უფრო გემრიელია.
|