მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ტორტი ’’ქალის თითები’’
2010-04-19, 1:55 AM

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რძე – 1.5 ჭ.
  • კარაქი – 150 გრ.
  • ხორბლის ფქვილი – 1.5 ჭ.
  • კვერცხი – 6 ც. 
  • მარილი – 1/3 ჩ.კ. 
  • მარგარინი – 1 ჩ.კ.
  • მაღალი ცხიმიანობის არაჟანი – 2 ჭ. 
  • შაქარი – 1 ჭ. 
  • ქოქოსის გული – 2 ს.კ. 
  • თეთრი შოკოლადი – 100 გრ. 
  • ნიგოზი – 100 გრ.

მომზადების წესი:
  რძეს დაუმატეთ კარაქი, მარილი, მიიყვანეთ დუღილამდე, თან ურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი (თან ისევ ურიეთ), სანამ მასში არ გაქრება ფქვილის ბურთულები. შემდეგ შეაგრილეთ 70-80°-მდე და სათითაოდ შეაზილეთ კვერცხი. ამასთან,  კი არ ათქვიფოთ, არამედ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზა ცომი წებოვან მასას უნდა წარმოადგენდეს. საცხობ ტაფას წაუსვით მარგარინის ძალიან თხელი ფენა და მასზე საკონდიტრო შპრიცით დაასხით ცომი ”თითების” სახით. გამოაცხვეთ 180-200°-ზე გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ.

არაჟანი ათქვიფეთ, თან ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ მასას.გამომცხვარი ”თითები” ამოავლეთ კრემში და დაალაგეთ ლანგარზე. შოკოლადი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ ქოქოსის გულს და მოაყარეთ ტორტს. მორთეთ ნიგვზის დაუჭრელი ლებნებით.

ულუფა: 12;  
მომზადების დრო: 1 სთ. 30 წთ.



  გემრიელად მიირთვით!


 

 

0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: შაქარი, ნიგოზი, მარგარინი, ტორტი ’’ქალის თითები’’, რძე, არაჟანი, თეთრი შოკოლადი, ხორბლის ფქვილი, კარაქი, ქოქოსის გული
ნანახია: 1953 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]