მომზადების წესი: კვერცხის გული გამოყავით ცილისაგან. გულს შეურიეთ 3 ს / კ შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება სამჯერ. ცალკე ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება 4-5 - ჯერ. ათქვეფილ გულს დაუმატეთ ათქვეფილი ცილის 1 / 3 ნაწილი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, ამოურიეთ კარგად, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ცილა და ამოურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ფორმაში ჩადეთ ცხიმწასმული ქაღალდი, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი 180 ° С.
გული გაგლისეთ შაქართან ერთად და დაუმატეთ ხაჭო. ყავა გახსენით 150 მლ ცხელ წყალში, შეაგრილეთ, შეურიეთ ხაჭოს მასას. ჟელატინი გაადნეთ წყლის აბანოზე. შოკოლადი გახეხეთ და გამდნარ ჟელატინთან ერთად დაუმატეთ ხაჭოსა და ყავის მასას, კარგად გააცივეთ და თქვეფის დროს ცოტ - ცოტა დაუმატეთ ნაღები. ბისკვიტს ირგვლივ შემოავლეთ ფორმის რგოლის, ფენას წაუსვით ხილფაფა, დაადეთ წილაკებად დაჭრილი 2 ც. ატამი, ზემოდან დადეთ კრემი, მოასწორეთ და შედგით მაცივარში 2 საათით. მოხსენით რგოლი, ტორტი გააფორმეთ ატმის წილაკებით, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, კაკაოს ფხვნილი, გვერდებზე მოაყარეთ დაფხვნილი ნამცხვარი.