3 ჩაის ჭიქა თაფლი, 400 გრ. პურის ფქვილი, 9 ცალი კვერცხი,
1/2 ჩაის კოვზი ილი, 1/2 ჩაის კოვზი მიხაკი.
მომზადების წესი:
3 ჩაის ჭიქა თაფლი დასრისეთ ისე, რომ გათეთრდეს, ჩაყარეთ შიგ 400 გრ. ფქვილი და კარგად ზილეთ, თანდათანობით ჩაახალეთ შიგ 9 კვერცხის გული, უყავით დანაყილი ილი, მიხაკი, ჩაუმატეთ გათქვეფილი 9 კვერცხის ცილა და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
ერბო წაუსვით თუნიქის გვერდებიან ფურცლებს, დადეთ ზედ ეს მასალა და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
როცა გამოცხვება, დაჭერით ოთხკუთხ ნაჭრებად და ისევ შედგით ღუმელში ცოტა ხნით გამოსაშრობად.
გემრიელად მიირთვით!