ინგრედიენტები: • ვაშლი - 1 კგ. • რძე - 100 მლ. • ნაღების კარაქი - 50 გრ. • ხორბლის ფქვილი - 75 გრ. • გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ.კ. • თაფლი - 100 გრ. • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა • კვერცხი - 3 ცალი • რომი - 2 ჩ.კ. • ნუში - 1 ჩ. კ. მომზადება: 6 ულუფა ჰაერღუმელი 210 გრადუსამდე გააცხელეთ. 22 სმ. დიამეტრის ფორმას წაუსვით კარაქი. ცალკე თასში ჩაასხით რძე და დაუმატეთ ნაღების კარაქი. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაამატეთ თაფლი, ვანილის შაქარი, კვერცხი, ნაღებისკარაქიანი რძე და რომი. მოზილეთ ცომი. ვაშლი დაჭერით მეოთხედებად, გათალეთ და მოაშორეთ გული. კარგად მოურიეთ. გადაიღეთ ცომი ფორმაში და მოაყარეთ დაფშვნილი ნუში. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ფორმიდან და დაასხით თაფლი, შეგიძლიათ თბილი მიირთვათ.
გემრიელად მიირთვით!
|