მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ტორტი ''გაზაფხულის ფანტაზია'
2010-04-20, 11:05 PM

ინგრედიენტები:

  • ცომისთვის:
  • ფქვილი - 1-1,5 ჭ.
  • შაქარი - 3 ს.კ.
  • ნაღების კარაქი ან მარგარინი - 3 ს.კ.
  • კვერცხი – 1 ცალი,
  • რძე - 3 ს.კ.,
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.

დასანამად:
შაქრის სიროფი, არომატიზებული კონიაკით ან ღვინით;

კრემისთვის:
შესქელებული რძე,
ათქვეფილი ნაღები.

მომზადება:
• ორმაგი ნორმით 6 ფენა გამოდის

შაქარი ავსრისოთ კარაქში ან მარგარინში. დავუმატოთ კვერცხი, რძე და ყველაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. 
დავაყაროთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი და მოვზილოთ ცომი, რომელსაც 3 ნაწილად გავყოფთ, გავაბრტყელებთ მრგვალ ფენებად.

 

 

 

 

 

 

 

 



 ფორმას წავუსვათ ზეთი ან სხვა ცხიმი და ოქროსფერი ფენები გამოვაცხოთ. შეეცადეთ, დიდხანს არ დატოვოთ ფენები ჰაერღუმელში, რბილი და თხელი უნდა იყოს და არა გამომშრალი და მტვრევადი. ტემპერატურა  -დაახლოებით 180-200 გრადუსი; გამოცხობის დრო - დაახლოებით 10-15 წთ.

გაგრილებულ ფენებს კონიაკიანი ან ღვინიანი შაქრის სიროფით დავნამავთ.

ყოველ ფენას წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძე, დავადოთ ათქვეფილი ნაღების ფენა, მხოლოდ ბოლო ფენას არ წავუსვათ ნაღები.

 

 

 

 

 

 

 

 

 


  კრემისთვის: გაგრილებული ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან, სანამ სქელ ქაფს არ მივიღებთ (ნაღები ცხიმიანობა 35%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს), უნდა ვთქვიფოთ ფრთხილად, თვალი ვადევნოთ, რომ ნაღები კარაქად არ ვაქციოთ.  თუ ნაღები ნაკლებცხიმიანია, აუცილებელია ნაღების გამასქელებელი.

შოკოლადის მინანქრისთვის: შოკოლადის ფილა დავტეხოთ, ჩავდოთ პატარა ქვაბში, გავადნოთ წყლის აბაზანაზე. გამდნარ შოკოლადში ცოტა რძის დამატება შეიძლება.

 

 

 

 

 

 

 

 


 შოკოლადი გავაგრილოთ და ტორტის ზედაპირსა და გვერდებს წავუსვათ.  
როცა შოკოლადის მინანქარი გაგრილდება, ტორტის მორთვასაც შეძლებთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 


 დავაცადოთ ტორტს კარგად  კრემით გაიჟღინთოს (12-24 სთ.), შემდეგ დავჭრათ და მივირთვათ.

   

  გემრიელად მიირთვით!





0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75
ნანახია: 2819 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]