ინგრედიენტები:
- კვერცხი- 4 ცალი.
- ნაღების კარაქი - 160 გრ.
- შაქარი - 100 გრ.
- ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.
- ფქვილი - 160 გრ.
- კრახმალი - 50 გრ.
- გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ.კ.
- მარილი – დანის წვერზე,
- 70-100 გრ. თხილი, არაქისი, ან ნიგოზი
- მწარე შოკოლადი - 100 გრ.
- რძიანი შოკოლადი - 100 გრ.
- თეთრი შოკოლადი - 30 გრ.
მომზადება: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა შევინახოთ მაცივარში. ფქვილი კრახმალსა და გამაფხვიერებელს შევურიოთ და გავცრათ. თხილი ბლენდერში დავანამცეცოთ. მწარე შოკოლადი წყლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ 37 გრადუსამდე. დარბილებული ნაღების კარაქი შაქართან და ვანილთან ერთად ავზილოთ. თითო-თითოდ დავამატოთ კვერცხის გული ისე, რომ არ შევწყვიტოთ მასის არევა. ცომს დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი და კარგად ავურიოთ.
დავამატოთ თხილი, გაცრილი ფქვილი კრახმალითა და გამაფხვიერებლით და კიდევ ერთხელ მოვურიოთ. გაციებული ცილები ავთქვიფოთ ცოტაოდენ მარილთან ერთად, სანამ მდგრად ქაფს არ მიიღებს. ეს მასა ცომს შევურიოთ.
გამოსაცხობ ფენაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ან წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. ცომი გადავდოთ ფორმაში, გავასწოროთ და 40 წუთის მანძილზე 180 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.
რძიანი და თეთრი შოკოლადი ცალცალკე გავადნოთ.
გამზადებული ფენები გამოვიღოთ აირღუმელიდან და წავუსვამთ გამდნარ რძიან შოკოლადს მთელ ფენაზე. შემდეგ ბთეთრი შოკოლადით მოვაგვირისტებთ ზედაპირს.
დაჭრილ ნამცხვრის ნაჭრებს თხილით მოვრთავთ.
გემრიელად მიირთვით!
|