ინგრედიენტები:
- ცომისთვის
- კარაქი - 100 გრ.
- ხაჭო - 100 გრ.
- შაქარი - 100 გრ.
- ფქვილი - 200 გრ.
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
- ოდნავ მარილი.
ვაშლის შიგთავსისთვის:
ვაშლი - 600-700 გრ. (4-5 ცალი),
ლიმონის წვენი - 2-3 ს.კ.
შაქარი - 2 ს. კ.
ქიშმიში - 70-80 გრ.
კონიაკი - 2 ს.კ.
არაჟნისა და კვერცხის საწებელი:
- არაჟანი - 180-200 გრ.
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი – 1ს.კ.
- ვანილი – რაც დანის წვერზე მოთავსდება,
- კრატოფილის კრახმალი - 2 ს.კ.
გამზადებული ნამცხვრის მოსართავად:
ქოქოსის ნახეხი ან შაქრის პუდრა.
მომზადება:
მოვამზადოთ ცომი:
დარბილებული კარაქი, გამაფხვიერებლიანი გაცრილი ფქვილი, შაქარი, ვანილი, მწიკვი მარილი ერთმანეთში ავრიოთ და მოვზელოთ ცომი.
მომზადებული ცომი გავახვიოთ "ფოლგაში" და შევინახოთ ნახევარი საათით მაცივარში.
მოვამზადოთ ვაშლის შიგთავსი:
გავრეცხოთ და გავაშროთ ქიშმიში, დავასხათ 2 სუფრის კოვზი კონიაკი.
გავრეცხოთ ვაშლი. თითოეული ვაშლი გავჭრათ 4 ნაწილად, ამოვაჭრათ გული და "მოვრწყათ” ლიმონის წვენით იმისთვის, რომ ვაშლი არ გამუქდეს.
გადავდოთ ვაშლის 6-7 მეოთხედი ნამცხვრის მოსართავად.. თითოეულ მეოთხედს ვუკეთებთ რამდენიმე ჭრილს, მაგრამ ბოლომდე არ გავჭრით – მომზადების პროცესში ულუფები მარაოსავით გაიშლება.
დარჩენილი ვაშლი პატარა კუბიკებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, ჩავასხათ ლიმონის წვენი (დაახ. 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი, რაც უფრო მჟავეა ვაშლი, მით ნაკლები იქნება ლიმონის წვენი). ქვაბს დავახუროთ და ვაშლი დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ, დროდადრო მოვურიოთ, როცა დარბილდება, ცეცხლიდან ავიღოთ.
გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი, ცოტა გავაბრტყელოთ და ფორმის კიდეები და ფსკერი დავფაროთ.
ფორმა 180-190°С-მდე გახურებულ აერღუმელში შევდოთ და 10-12 წუთი ვაცხოთ.
მოვამზადოთ არაჟნისა და კვერცხის საწებელი:
თასში მოვათავსოთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, ვანილი, დავამატოთ კრახმალი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოვურიოთ.
ცომიანი ფორმა გამოვიღოთ ღუმელიდან. მთელ ზედაპირზე განვალაგოთ ვაშლი და მოვაყაროთ ქიშმიში.
კოხტად მოვალაგოთ მოსართავად გამზადებული ვაშლის მეოთხედები.
ნამცხვარი დავფაროთ არაჟნისა და კვერცხის ნაზავით:
გამოვაცხოთ 200-გრადუსიან ტემპერატურაზე, 20-25 წუთის განმავლობაში.
მომზადებული ნაცხვარი ქოქოსის ნახეხით ან შაქრის პუდრით დავფაროთ.
გემრიელად მიირთვით!