ინგრედიენტები: - კვერცხი - 3 ცალი,
- შაქარი - 80 გრ,
- მწარე შოკოლადი - 80 გრ.
- ფორთოხლის წვენი - 30 მლ.
- ფქვილი - 30 გრ.
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.
- ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ. ან ოდნავ ვანილი.
- მარილი.
მოსართავად: შაქრის პუდრა გახეხილი შოკოლადი მომზადება: შოკოლადი დავტეხოთ პატარა ნაჭრებად, პატარა ქვაბში ჩავდოთ, და დავადნოთ წყლის აბაზანაზე, მერე გავაგრილოთ.
ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს ავურიოთ და გავცრათ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა მაცივარში შევინახოთ. გული კი შაქართან, ვანილთან და ფორთოხლის წვენთან ავრიოთ. ყველაფერი მიქსერით 8 წუთი მაინც ავთქვიფოთ. ათქვეფილ მასაში ჩავამატოთ დამდნარი შოკოლადი, შეიძლება ფორთოხლის ცედრაც დავამატოთ. ცილა ავთქვიფოთ. მერე დავუმატოთ კვერცხის გულითა და შოკოლადით მიღებულ მასას და კოვზზი ქვევიდან ზევით მოძრაობით ავურიოთ.
ფორმებს (ან მომცრო თიხის ფინჯნებს) ზეთი წავუსვათ და მოვაყაროთ ფქვილი.
გამოვაცხოთ 175-180°С-მდე გახურებულ ჰაერღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარი ფრთხილად ამოვიღოთ ფორმებიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გახეხილი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!
|