მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ჟოლოს რულეტი
2010-04-20, 11:51 PM

ინგრედიენტები:

  • ვერცხი - 3 ცალი,
  • შაქარი - 1 ს.კ.
  • შესქელებული რძე - 0,5 ქილა,
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.
  • ნაღების კარაქი ან მარგარინი - 100 გრ.
  • ფქვილი - 4-6 ს.კ.

კრემისთვის:

  • ახალი ჟოლო - 2 ჭ. (200 გრ),
  • ჟოლოს ან ვანილის იოგურტი - 400-500 მლ.
  • შაქარი - 0,5-0,75 ჭ.
  • ნაღები 33% - 150 მლ. 
  • შაქრის პუდრა - 0,5 ჭ.
  • სწრაფად ხსნადი ჟელატინი - 2 სავსე ს.კ.

მომზადება:
 ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი.
მარგარინი ან კარაქი დავადნოთ და გავაგრილოთ. 
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. განაგრძეთ თქვეფა და თან დაუმატეთ შესქელებული რძე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე არ შეჩერდეთ. შემდეგ თანდათან დავამატოთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი. კიდევ კარგად მოვურიოთ კოვზით ან მიქსერით. ცომში გამდნარი კარაქი ჩავასხათ.

გამოსაცხობად პერგამენტის ქაღალდი დაგჭირდებათ, წაუსვამთ მას მცენარეულ ზეთს, ცომს მასზე დაასხამთ და გაასწორებთ.

 

 

 

 

 

 

 

 


აცხობთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. 
ცხელი გამომცხავრი მასა უნდა გადავახვიოთ პერგამენტთან ერთად და გადავდოთ გასაგრილებლად.

მოვამზადოთ კრემი: 

  დიდ თასში ან ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავყაროთ მასში გადარჩეული ჟოლო. ფრთხილად გავრეცხოთ და დურშლაგზე დავწრიტოთ (გამდინარე წყალში კენკრა სიმთელეს ვერ ინარჩუნებს).ჟოლო გავაშროთ ქაღალდის ან ჩითის ტილოზე და მოვამზადოთ ჟელატინის ხსნარი:
ჟელატინს ცხელი წყალი დავასხათ (~70-80 გრადუსი) და ვურიოთ, სანამ არ გაიხსნება. მერე გავფილტროთ.

2-3 ს.კ. იოგურტი გადავდოთ პატარა ფინჯანში ან თასში.  
დარჩენილი იოგურტი ჭურჭელში მოვათავსოთ, დავუმატოთ შაქარი (0,5-0,75 ჭიქა) და ავთქვიფოთ მიქსერით. იოგურტს 130-150 გრ. ჟოლო დავუმატოთ (შეგიძლიათ, ჟოლო დაჭყლიტოთ კიდეც) და კარგად ავურიოთ.

შეურიეთ ჟელატინს 2-3 ს.კ. იოგურტი და მიღებული მასა  ჟოლოსა და იოგურტის ნარევს ჩავუმატოთ. კიდევ კარგად ავრიოთ და მაცივარში 15-20 წუთით შევდოთ. ამ დროის მანძილზე იოგურტისა და ჟოლოს მასა უნდა გასქელდეს და გაგრილდეს. ნაღები ავთქვიფოთ შაქრის "პუდრასთან" ერთად (ნაღების ნაწილი რულეტის გარედან მოსართავად გადავდოთ) და მაცივარში გაგრილებულ ჟოლო-იოგურტის მასას დავუმატოთ. 

 

 

 

 

 

 

 

 


 გაგრილებული ბისკვიტი გავშალოთ და მოვაშოროთ პერგამენტის ქაღალდი. ფრთხილად გავანაწილოთ კრემი მტელ ზედაპირზე, ერთ კიდეზე 5 სმ. სიცარიელე დავტოვოთ უკრემოდ, რომ შემდეგ ადვილი გახდეს რულეტის გადახვევა. კრემის ზედაპირზე მოვათავსოთ ჟოლო.

 

 

 

 

 

 

 

 


 ფრთხილად გადავახვიოთ რულეტი, ძალიან მჭიდროდ ნუ გადაახვევთ. შემდეგ ფოლგაში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ – 2-3 საათით.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 გამზადებულ რულეტს წავუსვათ დარჩენილი გათქვეფილი ნაღები, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი და მოვრთოთ ჟოლოთი.


    გემრიელად მიირთვით!



 

0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: shesqelebuli rze, jolos ruleti, iogurti, jolo, axali, ჟოლოს რულეტი, jelatinigacrili, shaqari, margarini, nagebi
ნანახია: 2813 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]