ინგრედიენტები: ფხვიერი ნამცხვარი - 500 გრ, ნაღების კარაქი - 200 გრ, კვერცხი - 2 ცალი, შაქარი - 1 ჭიქა, კაკაო - 3 ს.კ. რძე - 2 ს.კ. თხილი ან ნიგოზი – 1 ჭიქა მომზადება: კაკაო და შაქარი ავრიოთ, დავუმატოთ რძე და კარგად დავსრისოთ.
ნაღების კარაქი გავადნოთ. გამდნარ კარაქში შაქრისა და კაკაოს ნარევი დავამატოთ და კარგად მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე თასში ავთქვიფოთ კვერცხი და კარაქიან-კაკაოიან-შაქრიან ნარევში ჩავასხათ. შემდეგ ეს ყველაფერი ცეცხლზე დავდგათ და მივიყვანთ ადუღებამდე. პერიოდულად ვურიოთ და მერე ცაცხლიდან გადმოვდგათ. ცალკე ქვაბში ჩავყაროთ პატარა ნატეხებად დაფშვნილი ფხვიერი ნამცხვარი და მოხალული თხილი ან ნიგოზი (დაჭრილი).მომზადებულ შოკოლადში ფხვიერი მასა ჩავყაროთ და კარგად მოვურიოთ.
მაგიდაზე დავაფინოთ ფოლგის ან ცელოფნის ნაჭერი და მასზე დავდოთ მიღებული მასა და გადავახვიოთ, როგორც ძეხვი. მომზადეული "ძეხვი" საყინულეში მოვთავსოთ, სანამ არ გამაგრდება და გაცივდება (6-8 საათი). მითითებული დროის გასვლის შემდეგ, "ძეხვი" მაცივრიდან გამოვიღოთ, დავჭრათ და მივირთვათ. ნოყიერია და გემრიელი!
|