მასალად საჭიროა: 12 ულუფა ცომისათვის: 5 კვერცხი 175 გ შაქარი 125 გ ფქვილი 75 გ სახამებელი 1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი კრემისათვის: 300 გ ჟოლო 100 გ შაქარი 12 გ ჟელატინი 200 გ ხაჭო 600 გ სქელი ნაღები 100 გ ფასტა მომზადების წესი: 1. კვერცხი და 6 სუფრის კოვზი წყალი შაქართან და მარილთან ერთად თქვიფეთ 7 წუთი. 2. ფქვილს შეურიეთ სახამებელი, ცომის საფხვიერებელი და შაქრიანი კვერცხი. 3. მიღებული ცომი დაასხით საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 2000Ѕ-ზე 12 წთ. 4. 200 გ ჟოლო და შაქარი გახეხეთ, დაუმატეთ დამბალი ჟელატინი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ. 5. ჟოლოიანი მასა და ხაჭო ათქვიფეთ. შეურიეთ 400 გ ათქვეფილი ნაღები. 6. ბისკვიტი დაჭერით 5 სმ-ის სიგანის 5 ლენტად და წაუსვით კრემი. ერთი ზოლი გადაახვიეთ რულეტივით და შემოახვიეთ დანარჩენი ზოლები. ტორტს ზემოდან მოასხით ნაღები. გააფორმეთ ჟოლოთი და ფასტით.
|