ინგრედიენტები: 8 ულუფა 3 კვერცხი 1/2 ლ მინერალური წყალი 300 გ ფქვილი 2 ს.კ. ზეთი 60 გ გარჩეული ნუში 400 გ ხაჭო 3 ს.კ. შაქარი 1 კვერცხის გული 50 გ ქიშმიში 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი 1/4 ჭ. არაჟანი 1 ჩ.კ. შაქრის პუდრა მარილი მომზადების წესი: 1. ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ მინერალური წყალი, ფქვილი და მარილი. მიღებული მასით ზეთწასმულ ტაფაში გამოაცხვეთ ბლინები. 2. ნუშის ნაწილი წვრილად დაჭერით და მოხალეთ ტაფაზე. 3. შიგთავსისთვის ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, შაქარი, კვერცხის გული. დაუმატეთ ქიშმიში, შაქრიანი ვანილი და მოხალული ნუში. 4. ცხიმწასმულ გასახსნელ ფორმაში ფენა-ფენა მოათავსეთ ბლინები და ხაჭოიანი მასა. მოასხით არაჟანი, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 წთ. 5. ნამცხვარს მოაყარეთ დარჩენილი ნუში და შაქრის პუდრა.
|