ინგრედიენტები: 4 ულუფა 2 ს.კ. შაქარი 3 ს.კ. წყალი 1 ს.კ. კონიაკი 30 გ ჟელატინი 50 გ წყალი 1 მზა ბისკვიტი 400 გ მარწყვი 200 გ სქელი ნაღები 3 ს.კ. შაქარი მომზადების წესი: 1. შაქარი გახსენით წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ. დაუმატეთ კონიაკი. 2. ჟელატინს დაასხით ანადუღარი ცივი წყალი და დადგით 30 წთ. 3. გასახსნელ ფორმაში ჩადეთ ბისკვიტი, დანამეთ სიროფით და ზემოდან მჭიდროდ დააწყვეთ მარწყვი (ნაწილი დაიტოვეთ გასაფორმებლად). 4. გაფუებული ჟელატინი შეათბეთ ორთქლზე და გააგრილეთ. შეურიეთ ნაღები, შაქარი, გააცივეთ და ათქვიფეთ. 5. მიღებული მასა მოასხით მარწყვს და შედგით მაცივარში 1 სთ. 6. სუფრასთან მიტანის წინ ნაღების ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ დარჩენილი მარწყვით.
|