მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ბროწეულის ჟელე
2010-04-21, 10:11 PM

  ინგრედიენტები: 3 ც. ბროწეული;
                                30 მლ. რძე;
                                30 გრ. ჟელატინი;
                                30 მლ. თბილი ანადუღარი წყალი;
                                1 ც. მსხალი;
                                50 გრ. შავი შოკოლადი.

 

   მომზადების წესი: კარგად გარეცხილი ბროწეული გავჭრათ შუაზე, წვენის საწურით გამოვწუროთ ბროწეულის წვენი. უნდა მივიღოთ დაახლოვებით 250 გრ. წვენი. ჟელატინი გავხსნათ თბილ გადადუღებულ წყალში, როცა გაფუვდება ნახევარი გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში რძესთან ერთად და ავურიოთ. ბრთხილად ჩავასხათ ეს მასა სილიკონისგან გაკეთებულ გულის (ან სხვა რომელიმე) ფორმაში და შევდგათ მაცივარში 30 წუთით. 
  დარჩენილი ჟელატინი გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში ბროწეულის წვენთან ერთად, კარგად ავურიოთ და ზევიდან დავასხათ  ფორმაში ჩასხმულ მზა რძიან ჟელატინს. გავაჩეროთ მაცივარში კიდევ 35-40 წუთით. 
  სანამ ჟელე იყინება, საგულდაგულოდ გარეცხილი და გამშრალებული მსხალი გავფრცქვნათ ისე, რომ კანი არ გაგვიწყდეს და იყოს ძალზედ თხელი - სიფრიფანა. დავახვიოთ მსხლის კანი ისე რომ დაემსგავსოს ყვავილს. 
  გამოვიღოთ ფორმა მაცივრიდან, ბრთხილად ამოვატრიალოთ თეფშზე, ასევე ბრთხილად მოვაცილოთ სილიკონის ფორმა, რომ ჟელე არ დაგვიზიანდეს. 
  მოვრთოთ მსხლის ქერქისაგან დამზადებული ვარდით, ბროწეულის მარცვლებით და მოვაფრქვიოთ გახეხილი შოკოლადი.

 

 

0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: gafuvdeba, jelatini, msxali, ბროწეულის ჟელე, garecxiliikineba, shavi shokoladi, tbili wkali, rze
ნანახია: 3423 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]