ინგრედიენტები: 6 ც. კვერცხი; 1 ჩ/ჭ შაქარი; 1 ც. ლიმონი; 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი; 2 ს/კ პურის ფქვილი. მასალა კრემისთვის: 1 ჩ/ჭ რძე; 1,5 ჩ/ჭ შაქარი; 1 ლიტრი რძე; 4 კვერცხი; 1/2 ჭ. ფქვილი; 200 გრ. კარაქი. მომზადების წესი: კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. ერთი ცალი საშუალო ზომის ლიმონი 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, კანიანად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და შევურიოთ კვერცხის გულებს. დავამატოთ 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, გამაგრებამდე და ნელ-ნელა დავასხათ ცომს. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. კრემის მომზადების წესი: 4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრ. კარაქი.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ლიმონიანი ჩაით, რომელსაც დამატებული ექნება 1 ს/კ კონიაკი. ბისკვიტი მოვრთოთ კრემით.
|