8 კვერცხის გული გავთქვიფოთ 2 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული 2.5 ჩ/ჭ ნიგოზი და 60-70 გრამი თეთრი ორცხობილა (3 სადილის კოვზი), ჩავასხათ ერთი ლიმონის წვენი, ცილები კარგად გავთქვიფოთ, სანამ თეთრი ღრუბლის სახეს არ მიიღებს და ესეც ფრთხილად შევურიოთ ცომში. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქსის. ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც წავუსვავთ კარაქს და მოვაყრით ორცხობილას ფქვილს. ჩავასხათ ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. 40-45 წუთი.
როცა გაგრილდება ფორმა გადმოვატრიალოთ, გამოვიღოთ ბისკვიტი, გავჭრათ შუაზე, ჰორიზონტალურად, წავუსვათ ერთ ფენას შოკოლადის კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი, მოვრთოთ ამავე კრემით, ტორტის მოსართავებით, მოვაყაროთ ნიგოზი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 250 გრ. კარაქი მიქსერით გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ცოტა ვანილი, და თანდათან შევათქვიფოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე, 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 2 კოვზი კონიაკი. ვთქვიფოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან ჰაეროვან მასას არ მივიღებთ.