მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ნიგვზიანი ტორტი ბეზეთი
2010-04-21, 10:21 PM

ინგრედიენტები: კვერცხი 20 ცალი
                ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა
                კარაქი 200 გრ. 
                ფქვილი 1.5 ჩაის ჭიქა
                შაქრის ფხვნილი 5,5 ჩაის ჭიქა
                რძე 1 ჩაის ჭიქა
                ხსნადი ყავა 3 სუფრის კოვზი.

 

 

  12 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ მიქსერით 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან მივამატოთ ამავე კვერცხის გულები და კარგად ავთქვიფოთ. 
  ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი შევურიოთ 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილში და თანდათან გავხსნათ გათქვეფილ კვერცხში. 
  ტორტის ფორმას, ძირზე წავუსვათ ცხიმი და მიღებული მასა შიგ ჩავასხათ, შევდგათ გამოსაცხობად ღუმელში დაბალ ცეცხლზე. 
  ბისკვიტის გამოცხობა შეიძლება, როგორც გაზქურის ღუმელში, ასევე  ზემოდან, ტორტის ფორმაში, ან ალუმინის ქვაბში, ძალიან დაბალ ცეცხლზე (2-3 საათის განმავლობაში).

        ბეზეს გამოცხობის წესი:
  8 კვერცხის ცილა მიქსერით დიდხანს ვთქვიფოთ. ცილა ისე უნდა გამაგრდეს, რომ ქვაბის გადმობრუნებისას არ გადმოიღვაროს. თანდათან შევურიოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. როცა ცილა საკმარისად გამაგრდება, გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გამოვაცხოთ ისეთივე ფორმით, როგორიც ბისკვიტი გვაქვს, მეორე ნაწილით გავაკეთოთ ყვავილები, სოკოები, (გამოვიყენოთ ტორტის მოსართავი ფორმები). გამოსაცხობად, ბეზეს ვათავსებთ სასურველი ფორმით, თუნუქის ფურცელზე და შევდგავთ გაზქურაში. ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ბეზე ცხვება 3 საათის განმავლობაში.

             კრემის მომზადების წესი:
  8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა ცხელი რძე, 2 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, ვანილი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ, როცა მასა ადუღებამდე მივა, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. 
  დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ კარგად, და მას თანდათან დავამატოთ, უკვე გაციებული კრემის მასა, ვთქვიფოთ მიქსერით დიდხანს, რომ კრემი ჰაეროვანი გამოვიდეს.

              ტორტის გაფორმება
  ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ჰორიზონტალურად.  ორივე ფენა დავნამოთ, წინასწარ მომზადებული ყავით: 1 ჩაის ჭიქა მომზადებულ და გაციებულ ხსნად ყავას, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი რომი ან კონიაკი.
  ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი, დავაფაროთ გამომცხვარი ბეზეს მთლიანი ფენა (რომელიც სპეციალურად ტორტის ფორმით გამოვაცხვეთ), ისევ წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა, ისევ წავუსვათ კრემი, ზევიდან მოვრთოთ სოკოებით ან ყვავილებით (თქვენი გემოვნებით). გვერდებზეც წავუსვათ კრემი, მოვრთოთ ბეზეებით. 
  დასასრულს შეგვიძლია ტორტს მოვაპნიოთ დაცრილი კაკაოს ფხვნილი.
  შეგიძლიათ ინგრედიენტების პორციები გააორმაგოთ და გამოაცხოთ რამდენიმე ბისკვიტი, რითიც შეძლებთ რამდენიმე სართულიანი ტორტის გამზადებას.

   

0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: kremi, fqvili, ნიგვზიანი ტორტი ბეზეთი, xsnadi yava, karaqi, nigozi, saqris fqvili, sufris kovzi, beze, rze
ნანახია: 8406 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 1
1 qeti  
0
kremi gavakete am receftit ugemrielesi iko, gadairia xalxi :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]