მოამზადეთ თხელი ცომი : თასში ჩადეთ 200 გრამი კარაქი ან მარგარინი. ნელ ცეცხლზე გაალღვეთ (არ აგიდუღდეთ), დაუმატეტ 300 გრამი არაჟანი და ერთ ათქვეფილი კვერცხი, ყოველივე აურიეთ და დაუმატეთ თეთრი პურის ფქვილი (ფქვილი აუცილებლად გაცერით), როცა ცომი არჟნის სისქის გახდება, გადმოიღეთ ფქვილიან ხის დაფაზე, დააყარეთ ზემოდან კიდევ ფქვილი და იმ სისქემდე ზილეთ, რომ მისი გაბრტყელება იყოს შესაზლებელი. გადმოიღეთ ცომის ორი მესამედი, გააბრტყელეთ და შემოახვიეთ ის გასაბრტყელებელ საგორავს, მერე საგორავითე გაშალეთ წინასწარ ცხიმწასმულ ტაფაზე, ცომის ფენაზე დაალაგეთ უმი ვაშლის ნაჭრები 1კგ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, შემოუკეცეთ გვერდები, დარჩენილი ცომიდან გააბრტყელეთ ვიწრო, ბრტყელი , ზოლივით ნაჭრები, გვერდები დანით დაუსერეთ და ზემოდან ღობის ფორმით მოალაგეთ. შედგით ღუმელში 30 ჭუთით. როცა ღვეზელი გაცივდება და დაჭერით, სუფრაზე მიტანის წინ ყოველ ნაჭერს ნაყინი დაადეთ.